მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ქვეყნებმა მიიღეს ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი ბუნებრივი სტიქიებისგან 2023 წელს?

მაუი

ახალი კვლევის თანახმად, 2023 წელს, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ყველაზე დიდი ზარალი განვითარებადმა ქვეყნებმა მიიღეს - ინფორმაციას Euronews აქვეყნებს.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Christian Aid-ის ახალი კვლევის თანახმად, 2023 წელს კატასტროფულმა წყალდიდობებმა და ტყის ხანძრებმა ყველაზე დიდი ეკონომიკური წნეხი იმ ქვეყნებს მიაყენეს, რომლებშიც გამძლე ინფრასტრუქტურა და მის ასაშენებლად საჭირო სახსრები არ არსებობს.

კვლევის ანგარიშში განხილულია მსოფლიოს მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე 20 ყველაზე ძვირად ღირებული სტიქია, რომლებსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. კვლევის თანახმად, წყალდიდობების, ციკლონებისა და გვალვის ეკონომიკური გავლენა ქვეყნების მიხედვით დრამატულად იცვლება.

Euronews-ის ინფორმაციით, ერთ სულ მოსახლეზე ბუნებრივი კატასტროფებისგან ყველაზე დიდი ზარალი ჰავაიმ მიიღო, რომელიც ერთ ადამიანზე $4 000-ს აღემატება.

კვლევამ ფინანსური ზარალის ზრდის მიზეზებიც გააანალიზა და აღმოაჩინა, რომ გამძლე ინფრასტრუქტურის არარსებობის გარდა, პრობლემა სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულ ქვეყნებს შეექმნათ.

2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სტიქიები (ერთ სულ მოსახლეზე):

  1. ჰავაი, აშშ, მასშტაბური ხანძარი - $4 161
  2. გუამი, შტორმი - $1 455
  3. ვანუატუ, შტორმი - $947
  4. ახალი ზელანდია, შტორმი - $468
  5. ახალი ზელანდია, წყალდიდობა - $371
  6. იტალია, წყალდიდობა - $164
  7. ლიბია, წყალდიდობა - $105
  8. პერუ, წყალდიდობა - $66
  9. ესპანეთი, გვალვა - $50
  10. მიანმარი, შტორმი - $41
  11. ჩილე, წყალდიდობა - $39
  12. ჰაიტი, წყალდიდობა - $36
  13. მექსიკა, შტორმი - $35
  14. ჩილე, ხანძარი - $30
  15. აშშ, შტორმი - $25
  16. ჩინეთი, წყალდიდობა - $23
  17. პერუ, შტორმი - $20
  18. მალავი, შტორმი - $17
  19. აშშ, შტორმი - $16
  20. პერუ, წყალდიდობა - $9

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები