მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომეო მიქაუტაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა

62a984692acf8
მარიამ იზორია
15.06.22 11:03
886
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი წარუდგინა.

მისი თქმით, სამინისტრო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია მჭიდრო და კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

გიორგი ჩიქოვანს სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების თანამდებობა ეკავა. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. ჩიქოვანს ენერგეტიკის სფეროში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე საექსპერტო და ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები