მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომის პაპი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ერთ-ერთი ღონისძიება გააუქმა

5e580bcb79b92
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 00:20
1119
რომის პაპი ავად გახდა, რის გამოც დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ის მრევლს შეხვდა და კორონავირუსით დაინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადა. 83 წლის პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მიესალმა და ბევრ მათგანს შუბლზეც ემთხვია. სწორედ ამის შემდეგ მოსახლეობამ ის შეუძლოდ იხილა. დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პაპი ახველებს და სურდო აქვს.

აღნიშნული კადრების შემდეგ გავრცელდა მითქმა-მოთქმა და შიში, რომ შესაძლოა პაპს კორონავირუსი შეეყარა, თუმცა, ვატიკანში პონტიფიკოსის ავადმყოფობასთან დაკავშირებით დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენეთ, იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიაა. ვირუსი ძირითადად ჩრდილოეთ პროვინციებში გავრცელდა, თუმცა, რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა რომშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები