39 წლის პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი პერსონა, რომელიც ყველა არსებულ სოციალურ ქსელში მილიარდიან ზღვარს გადასცდა. “ალ ნასრის” შემტევს "ინსტაგრამზე" 639 მილიონი გამომწერი ჰყავს, "ფეისბუკზე" 170,5 მილიონი, X-ზე - 113 მილიონი, Kuaishou-ზე - 9,3 მილიონი, Weibo-ზე - 7.5 მილიონი, ხოლო "იუთუბიზე" 60 მილიონი.
რონალდუმ მიღწევის აღსანიშნი პოსტი სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა და აღნიშნა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ლიმიტი არ გააჩნია:
“მადეირას ქუჩებიდან მსოფლიოს უდიდეს ასპარეზამდე. მე ჩემი ოჯახისა და თქვენ გამო ვთამაშობ და ახლა 1 მილიარდი ადამიანი ერთ მხარეს ვდგავართ. თქვენ ჩემთან ერთად ცუდსა და კარგ სიტუაციებში იყავით. ეს მოგზაურობა მხოლოდ ჩემი არ არის, ის ჩვენია და ერთად ვაჩვენეთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს ლიმიტი არ გააჩნიათ. მადლობა, რომ ჩემი გჯერათ, მგულშემატკივრობთ და ხართ ჩემი ცხოვრების ნაწილი. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის, ერთად ვაგრძელებთ გამარჯვებას და ისტორიის წერას”, - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.
ცნობისთვის, ფეხბურთელებს შორის სოციალურ ქსელებში გამომწერებით მის კვალში არგენტინელი ლიონელ მესი და ბრაზილიელი ნეიმარი არიან.