მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Batumi 2022 წლის ზაფხულში გაიხსნება - „აჭარა ჯგუფის“ $20-მილიონიანი ინვესტიცია აჭარაში

60e97cf678c5d
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 21:09
3159
სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ აჭარაში 2022 წლის ზაფხულში ახალ სასტუმრო Rooms Batumi-ს აამოქმედებს.

აღსანიშანვია, რომ სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუმარტეს, პანდემიამ და მისი გავლენით დაწესებულმა რეგულაციებმა სასტუმროს გახსნის თარიღი დააკორექტირა და 2022 წლამდე გადადო.

„აჭარა ჯგუფი“ ძველი ბათუმის ისტორიულ ნაწილში ახალი სასტუმროს პროექტზე - Rooms Batumi მუშაობს, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. შედეგად, დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის თითოეული პროექტი შემოქმედებითი ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს, რომლის ფარგლებშიც სხვა ახალი საქმიანობებისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემო იქმნება“, - ამბობენ კომპანიაში.

Rooms Batumi-ს პროექტის პარალელურად, „აჭარა ჯგუფმა“ კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი ციხისძირში გახსნა. რეაბილიტირებული და განახლებული ძველი დასასვენებელი სახლი „შუქურა“ სტუმრებს დღეიდან მიიღებს. თუმცა კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კვების ობიექტებთან ერთად, მომავალში ამ ადგილზე სასტუმროს ამოქმედებასაც გეგმავს.

„აჭარაში აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის „აჭარა ჯგუფი“ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს“, - უთხრეს BM.GE-ის კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები