მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როსავიაციამ“ საქართველოს მიმართულებით 284 რეისის შესრულებაზე გასცა ნებართვა

64a67d816bf50
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.23 12:55
367
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტო „როსავიაციციამ“ რუსეთსა და საქართველოს შორის 284 რეისის შესრულებაზე ე.წ. ნებართვა გასცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ქართულ უწყებებს ახალი რეისების შესრულებაზე ნებართვები ჯერ არ გაუციათ.

რუსული უწყების მიერ გაცემული ნებართვების დიდი ნაწილი ავიაკომპანია Red Wings-ზეა გაცემული, რომელსაც ფრენების შესრულება შემდეგი მიმართულებებით სურს:

• ვლადიკავკაზი - ბათუმი, თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)
• ეკატერინბურგი - ბათუმი, ქუთასი (კვირაში 7 სიხშირით)
• ჟუკოვსკი - ბათუმი, ქუთაისი, თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)
• ყაზანი - ბათუმი, ქუთაისი (კვირაში 7 სიხშირით)
• კრასნოდარი - თბილისი (სიხშირის 3-დან 7-მდე ზრდა), ბათუმისა და ქუთაისი მიმართულებით (კვირაში 7 სიხშირით)
• მახაჩკალა - ბათუმი, ქუთაისი (კვირაში 7 სიხშირით)
• მინვოდი - ბათუმი, ქუთაისი (კვირაში 7 სიხშირით)
• მოსკოვი - ბათუმი, ქუთაისი (სიხშირის 3-დან 7-მდე ზრდა)
• ნიჟნი ნოვგოროდი - ბათუმი, ქუთაისი და თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)
• პერმი - ბათუმი, ქუთაისი და თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)
• დონის როსტოვი - ბათუმი, ქუთაისი და თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)
• სამარა - ბათუმი და ქუთაისი (კვირაში 7 სიხშირით)
• სოჭი - თბილისი (სიხშირის 3-დან 7-მდე ზრდა), ბათუმი და ქუთაისი (კვირაში 7 სიხშირით)
• ტიუმენი - ბათუმი და ქუთაისი (კვირაში 7 სიხშირით)
• უფა - ქუთაისი, თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)
• ჩელიაბინსკი - ბათუმი, ქუთაისი და თბილისი (კვირაში 7 სიხშირით)

გარდა ამისა, საქართველოში ფრენები შესაძლოა (სოჭი-თბილისი კვირაში 7 სიხშირით) ავიაკომპანიებმა „როსიამ“ და „იამალმა“ (ტიუმენი-თბილისი, ტიუმენი-ბათუმი) განახორციელონ. ავაიკომპანიებში რუსული უწყების გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრასნოდარისა და როსტოვის აეროპორტები დაკეტილია. შესაბამისად, ამ აეროპორტებიდან ფრენების შესრულება შეზღუდვის გაუქმებამდე შეუძლებელი იქნება.