როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის შეცვლა, გადახედვა, ახლის მიღება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსული კანონის" შესახებ განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ყველაფერი კარგად არის.
"დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. ბევრ რამეზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები.
მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის შეცვლა, გადახედვა, ახლის მიღება. ასე რომ ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი არის ძალიან კარგად", - განაცხადა მან.