მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთულია დაჯერება, რომ გამჭვირვალობისთვის კეთდება - ბიზნესმენი "რუსულ კანონზე"

ბესო ორთოიძე

ის, რომ გამჭვირვალობისთვის კეთდება, დაჯერება რთულია, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "არსის" გენერალურმა დირექტორმა "რუსული კანონის" შეფასებისას განაცხადა. ბესო ორთოიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, კანონის მიღებაზე "ქართული ოცნების" პრინციპულობა.

"რთულია იმის ახსნა, რატომ სჭირდება სახელმწიფოს მსგავსი კანონი, როცა ჩვენ, თუნდაც კომპანიები, ყველა ინფორმაციას მარტივად ვადეკლარირებთ. არგუმენტები გვესმის, რომ სხვა კანონში ცვლილება შესაძლებელია. სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ სტაბილურობა და სიმშვიდე შეინარჩუნოს. მათ [მთავრობას] არაერთხელ უთქვამთ, რომ მათთვის მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია. ცოტა გაურკვეველია პრინციპულობა, რაც ამ კანონის მიმართ არსებობს, რომლის მიღება გაცილებით მარტივად შეუძლიათ, ვიდრე ამ გზით, რომელსაც დაადგნენ. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, კითხვა მიჩნდება, ფინანსებზე ინფორმაციის მიღება სხვა გზით რატომ არ შეიძლება? თუ ვინმე ინფორმაციას არ გასცემს, შესაბამისი სანქციები არსებობს", - აცხადებს ბესო ორთოიძე.

როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანამ იმ პუნქტების შესრულებაზე იზრუნოს, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გზა უნდა გაუხსნას.

"ახლა მნიშვნელოვანია, აქცენტი იმ ვალდებულებაზე ,რაც ავიღეთ და კანდიდატის სტატუსზე ვაკეთოთ. ყველა, ბიზნესი იქნება, საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი თუ სახელმწიფო სტრუქტურები, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს გზა სწრაფად გავიაროთ. დრო ამაში უნდა გამოვიყენოთ და არა იმაში, რასაც დღეს ვაკეთებთ", - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები