რუმინეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის €10 მილიარდი ევროს დახარჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ მასშტაბის გადაიარაღება ახალი თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელსაც “მზადყოფნა 2030” ეწოდება.
განსაზღვრული ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, €5.7 მილიარდი 32 ერთეული F-35 გამანადგურებლის შეძენას მოხმარდება.
დანარჩენი თანხის ნაწილი ჯავშანტრანსპორტიორების, Piranha V IFV-სა და Cobra 2-ის 1,200-მდე ერთეულის ყიდვაზე დაიხარჯება. ამას გარდა, რუმინული მხარე 54 ერთეულ Howitzer-ის საარტილერიო დანადგარს და M1A2 SEPv3 ტიპის 54 ამერიკულ ტანკ აბრაამსს შეიძენს. სამხედრო ტექნიკის განახლება რუმინეთში წელსვე დაიწყება და პროცესი 2029 წელს დასრულდება.




























