რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა.
მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ულტრამემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა იანვარში მისი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს.
კლაუს იოჰანისის გადადგომის შემდეგ, არჩევნებამდე შეზღუდული უფლებამოსილებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რუმინეთის სენატის სპიკერი, ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი კოალიციის წევრი, ილი ბოლოჟანი იქნება.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო გააუქმა. განმეორებითი არჩევნები 4 მაისსაა დაგეგმილი. კლაუს იოჰანისი კი, რომელიც პოსტს 2014 წლიდან იკავებს ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყო.




























