რუმინეთის პრეზიდენტობის პრორუსი კანდიდატი, კალინ გეორგესკუ, რომელმაც სასამართლოს მიერ გაუქმებული არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, დროებით დააკავეს და დასაკითხად პროკურატურაში გადაიყვანეს.
პროკურატურის განმარტებით, გეორგესკუს და მის პარტნიორებს ბრალად ედებათ: ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა; ფაშისტური პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსება; საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ანტისემიტური კამპანიის წარმოება.
როგორც ცნობილია, გეორგესკუს წინააღმდეგ საქმე აღძრულია და ის მალევე გადაინაცვლებს სასამართლოში.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, რადგან დადგინდა, რომ გეორგესკუს გამარჯვება რუსეთის ფედერაციის პირდაპირი ჩარევით, დაფინანსებით, მოსყიდვით, მანიპულაციითა და საინფორმაციო კამპანიით იყო განპირობებული, ამიტომ სასამართლომ არჩევნების შედეგები სამართლიანად, თავისუფლად ჩატარებულად და დემოკრატიულად არ მიიჩნია.
ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში 4 მაისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობა გეორგესკუს განმეორებით სურს, თუმცა მის წინააღმდეგ აღძრულმა საქმემ, შესაძლოა, მისი პოლიტიკური კარიერა არჩევნებამდე დაასრულოს.




























