მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსები საქართველოს გავლით ევროპაში მოგზაურობენ - რუსი ტუროპერატორები

აზიმუტი

რუსეთის მოქალაქეების მიერ უცხოეთში დასვენების სტატისტიკას Forbes.ru აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ რუსებმა ევროპაში მოგზაურობას მოუხშირეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთიდან შორეულ უცხოეთში მოგზაურობა 2023 წელთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა, ახლო უცხოეთში კი 4%-ით.

Forbes.ru მიუთითებს, რომ ახლო უცხოეთი რუსეთისთვის დსთ-ს ქვეყნები, საქართველო და აფხაზეთია, დანარჩენები - შორეული უცხოეთი. გამოცემა აღნიშნავს, რომ იანვრიდან მაისის ჩათვლით, უცხოური ქვეყნებიდან ჩინეთი ლიდერობს, სადაც ტურისტები იქ სამჯერ უფრო ხშირად დადიოდნენ, ვიდრე გასული წლის 5 თვეში. მეორე ადგილზე ვიეტნამია.

Forbes.ru-ს ინფორმაციით, "იანდექს მოგზაურობის" მომხმარებლები წლის დასაწყისიდან უკვე 100 ქვეყანაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ ევროპაში მოგზაურობა 63%-ით არის გაზრდილი.

"ახლა რუსები თავად აშენებენ მარშრუტებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ტრანსფერებით. ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული ქვეყნებია უნგრეთი, საფრანგეთი, იტალია, სერბეთი და ესპანეთი", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც ტუროპერატორი, ალექსან მკრტჩაიანი აღნიშნავს, მიმდინარე ზაფხულში საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გაიზარდა, რაც რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობას ასტიმულირებს.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2023 წლის მაისში აღდგა. ავიაფრენები რუსეთის 12 ქალაქიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები