მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო, აფხაზეთი, ყაზახეთი, სომხეთი" - რუსებისთვის ბიუჯეტური ტურისტული მიმართულებები

რუსი ტურისტები

რუსეთის ფედერაციის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი ტურისტებისთვის 2024 წლის ზაფხულში ყველა ბიუჯეტური მიმართულებები ის იქნება, რომლებიც საჰაერო მოგზაურობას არ ითვალისწინებს. Lenta.ru-სთან მან ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, საქართველო და ცალკე ოკუპირებული აფხაზეთი დაასახელა.

"თუ მეზობელ ქვეყნებზე ვისაუბრებთ, ეს ბელარუსი, აფხაზეთი, ყაზახეთი, სომხეთი და ნაწილობრივ საქართველოა. თუ შორეულ ქვეყნებს ავიღებთ, ეს ეგვიპტე და თურქეთია", - განაცხადა იური ბარზიკინმა.

მისი თქმით, ჩინეთი ტურისტებისთვის უფრო ფართოდ გაიხსნება. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობა კი ცხელი ამინდის გამო გაძვირდება. რაც შეეხება ევროპულ მიმართულებებს, ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს:

"ევროპული მიმართულებები - არა. მანდ ტრანზიტით უნდა იფრინო, რაც სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ადრე, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზებზე, ბარათებზე, გადახდის დოკუმენტებზე. ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსია. მოგზაურობა ყველაზე იაფია იქ, სადაც სახმელეთო კავშირია", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები