რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაჯავშნილ ტურებს აუქმებენ. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში აცხადებენ.
ასოციაციის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის ტურისტული ვიზიტების დაჯავშნა უკვე დაწყებული იყო. საუბარია 100 ათას ჯავშანზე. როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გამო, მათმა დიდმა ნაწილმა ჯავშნების გაუქმება დაიწყო.
15 ნოემბერს, სოხუმში დაწყებული პროტესტის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, იქ მგზავრობისგან თავი შეიკავონ, აფხაზეთში დარჩენილ რუსებს კი ურჩია, სიფრთხილე გამოიჩინონ.