მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსებმა კიევზე მიმდინარე თვეს საჰაერო იერიში მეცხრეჯერ მიიტანეს

6465ddeff0a83
მარიამ ვარადაშვილი
18.05.23 12:16
532
რუსეთის სამხედრო ძალებმა მაისის დასაწყისიდან კიევზე მეცხრე საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა თითქმის ყველა რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა მათმა ჩამოგდებამ ქალაქის ორ უბანში ზიანი გამოიწვია.

აფეთქებები იყო ხმელნიცკის და ვინიცის ოლქებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. 17 მაისს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

“ღამით ოდესაზე ძლიერი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რაკეტების უმრავლესობა შავ ზღვაში ჩამოვარდა, თუმცა სამწუხაროდ, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა”,-წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. ჯამში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 30 რაკეტა ისროლა, რომელთაგან უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 ჩამოაგდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები