მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 5.5 ათასი ავტომობილი ელოდება - რუსული მედია

6332c1ba12882
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 14:09
828
ჩრდილო ოსეთში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში 5.5 ათასი ავტომობილია, მათ შორის 3.6 მსუბუქი ავტომობილია. განახლებულ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნობით ავრცელებს.

„რესპუბლიკის ტერიტორიაზე 3 600 მსუბუქი ავტომობილი, საზღვარზე გადასვლას ელის. ამავე დროს მოლოდინის რეჟიმში 1 900 სატვირთო ავტომობილია, აქედან 600 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეა“, - წერს სააგენტო.

რეგიონის შს სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირების გასვლით სხდომაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამწვევი სამობილიზაციო პუნქტის მოწყობის შესახებ. ასევე გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გამო საქართველოში შესვლის მსურველები, საზღვარზე გადასვლას მანქანის გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალებებითაც შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები