მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების III რაუნდი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

622648131ccce
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.22 22:00
4542
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების III რაუნდი დასრულდა. შეხვედრა ბელარუსში ბელოვეჟსკაია პუშჩაში იმართებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და დელეგაციის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა: “მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირე პოზიტიური წინსვლა ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესებაში. მათში შეტანილ იქნება ცვლილებები და ჩვენ ხალხისთვის, რომლებიც დღეს რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან იტანჯებიან უფრო ეფექტიან დახმარებას მივიღებთ.

ძირითად პოლიტიკურ ბლოკთან დაკავშირებით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს ინტენსიური მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - აღნიშნა მან მიმართვაში. 

თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინულ ტელეარხ „ბელტასთან“ კომენტარი რუსულმა მხარემაც გააკეთა. დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ აღნიშნა, რომ ხვალიდან ჰუმანიტარული დერეფნები ამოქმედდება და დასძინა, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით რუსულ მხარეს შეთახმების მიღწევის მეტი მოლოდინი ჰქონდა.

„დღეს ჰუმანიტარული დერეფნების პრობლემას დიდხანს განვიხილავდით, რომელზეც წინა შეხვედრისას შევთანხმდით, თუმცა ამ შეთანხმებამ არ იმუშავა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ადგილზე მათი ხელმძღვანელობის ბრძანების შეუსრულებლობის გამო. ვიმედოვნებთ, რომ ხვალიდან ეს დერეფნები ამოქმედდება. უკრაინულმა მხარემ ამ მხრივ თავისი დასტური მოგვცა.

გარდა ამისა პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებზე დისკუსია გაგრძელდა, რთულად ის არ მიმდინარეობს მარტივად და რაიმე პოზიტიურის თქმა ჯერ ადრეა.

ჩვენ შეხვედრაზე ძალიან ბევრი დოკუმენტი ჩამოვიტანეთ, კონკრეტული შეთანხმებები თითქოს შეთანხმებულ საკითხებზე და იმედი გვქონდა, რომ დღეს პროტოკოლს მაინც მოვაწერდით ხელს, თუმცა უკრაინულმა მხარემ ეს დოკუმენტები შესწავლისთვის სახლში წაიღო და ადგილზე ხელმოწერა ვერ შეძლო. მათ გვითხრეს, რომ ამ საკითხებს სავარაუდოდ მომავალ შეხვედრაზე დავუბრუნდებით.

მოლაპარაკების შესახებ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრაზე წინ არსებით ნაბიჯს გადავდგამთ. მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

ცნობისთვის, რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეხვედრა საქართველოს დროით დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ დაიწყო და როგორც რუსული დელეგაციის წარმომადგენელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებდა, მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის ნაწილში არსებულ სირთულეებს განიხილავდნენ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები