მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, 5 აპრილიდან, სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

6427ce78da0d2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 10:49
719
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური „როსსელხოზნადზორი“ 5 აპრილიდან სომხეთიდან რძის პროდუქტების რუსეთში შეტანას კრძალავს. უწყების ცნობით, მათ სომხეთის ვეტერინარიის სამსახურს მიმართეს თხოვნით აღნიშნული თარიღიდან შეაჩერონ ქვეყანაში მოქმედი რძის საწარმოების სერტიფიცირება რუსეთისთვის მიწოდების მიზნით.

გადაწყვეტილების მიზეზად უწყებაში სომხური წარმოებების ინსპექტირების შედეგების შეუსაბამობას ასახელებენ, რომელიც „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა 20-24 მარტს, რუსეთში სომხური რძის პროდუქტების მიწოდების ზრდის გამო ჩაატარეს. უწყების ინფორმაციით, შემოწმებამ დაადგინა, რომ სომხური წარმოებები ირანში წარმოებულ ნედლეულს იყენებენ, რომელთა იმპორტი რუსეთში აკრძალული, ან ნებადართული არ არის. „როსსელხოზნადზორის“ შეფასებით, აღნიშნული დარღვევები სახელმწიფოს მხრიდან საწარმოებზე კონტროლის არ არსებობაზე მიუთითებს.

„სომხური რძის პროდუქტების იმპორტის განახლების საკითხი, სომხური მხარის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის სამუშაოების ჩატარების შემდეგ დამატებით განიხილება“, - აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები