მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი აფხაზეთის სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში დახმარებას გააგრძელებს - პუტინი

პუტინი

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. გამარჯვების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ რუსეთ - აფხაზეთის ურთიერთობები ვითარდება და ის უფრო გაფართოვდება.

"რუსეთ - აფხაზეთის ურთიერთობები, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, წარმატებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში", - წერია ვლადიმირ პუტინის მიმართვაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 30 სექტემბერს ე.წ. გამარჯვებას აღნიშნავს. მარიონეტულ რეჟიმს უკვე მიულოცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმაც.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა აფხაზეთს აგვისტოში ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღე არ მიულოცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები