მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი “არ დაივიწყებს” ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას

6223980b2904b
BM.GE
05.03.22 21:07
13555
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთს უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიციისთვის აკრიტიკებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი “არ დაივიწყებს” დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობას კიევთან, რასაც თავად ზახაროვა “ულტრანაციონალისტურ ძალებთან” პარტნიორობას უწოდებს.

„სანქციების ისტერია, რომელშიც ლონდონი ერთ-ერთ წამყვან, თუ არა მთავარ როლს ასრულებს, სხვა გზას არ გვიტოვებს, გარდა პროპორციულად მკაცრი საპასუხო ზომების მიღებისა“, - თქვა მან და დასძინა, რომ ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია ბრიტანეთის ინტერესებს რუსეთში “ძირს უთხრის”.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინას იარაღი და ფინანსური დახმარება გაუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები