მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად არის – პუტინი

პუტინი

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად არის.

Россия-1-ის ეთერში საუბრისას პუტინმა შეიარაღებული ძალების მზაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ნებისმიერ დროს კონტინენტთაშორისი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მზად არის. მან ისიც აღნიშნა, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ტერიტორიებთან ახლოს იარაღის გამოცდას შეეცდება, მოსკოვი საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს და ანალოგიურ ნაბიჯს ვაშინგტონის წინააღმდეგ გადადგამს.

სამხედრო მზაობის დადასტურების მიუხედავად, პუტინი აღნიშნავს, რომ ის უახლოეს მომავალში ბირთვული ომის დაწყებას არ მოელის, თუმცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში NATO-ს სამხედრო ძალების ჩართვამ, შესაძლოა, ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს და ბირთვული არსენალის გამოყენება საჭირო გახადოს.

რუსეთის პრეზიდენტი იმას ამბობს, რომ დასავლელი ლიდერები ბირთვული კატასტროფის საფრთხეს აცნობიერებენ და სწორედ ამიტომ მოსკოვის წინააღმდეგ პირდაპირ ნაბიჯებს არ დგამენ, თუმცა უკრაინის გავლით კრემლის პროვოცირებას აქტიურად ცდილობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები