მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი და ირანი SWIFT-ის ალტერნატივის შექმნას იწყებენ

რუსეთი და ირანი

სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, რუსეთი და ირანი, რომლებიც პლანეტის ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოები არიან, SWIFT-ის ალტერნატივის შექმნაზე იწყებენ მუშაობას.

ირანის ელჩის განცხადებით, ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის შექმნაზე მუშაობის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულების შემდეგ, ქვეყნები ისეთ სისტემას მიიღებენ, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება აშშ-ის და ევროკავშირის გავლენისაგან.

როგორც ცნობილია, ახალი სისტემა საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ისახავს მიზნად და ის რუსულ, ირანულ თუ ჩინურ ბანკებს ერთმანეთში ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

მართალია, პროექტთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსულ-ირანული საგადახდო სისტემა ტრანზაქციების განსახორციელებლად არა დოლარს ან ევროს, არამედ რუბლს, რიალს ან იუანს გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები