მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დეფოლტის ზღვარზეა

62b83176c8496
თათია კაკიაშვილი
26.06.22 16:10
3314
რუსეთი 1998 წელს ბორის ელცინის რეჟიმის დასასრულის შემდეგ, პირველად დეფოლტის ზღვარზეა, რადგან 100 მილიონი დოლარის პროცენტის გადახდის ვადა 27 ივნისს იწურება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მართალია, რუსეთს ფული აქვს და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციები საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღებას შეუძლებელს ხდის. ამის გამო კრემლს მოუწევს, ბოლო 22 წელში პირველი დეფოლტი განიცადოს.

100 მილიონი დოლარის პროცენტი 27 მაისამდე უნდა გადახდილიყო. რუსეთში აცხადებენ, რომ ფული Euroclear-ს გადაეგზავნა, ანუ ბანკს, რომელმაც თანხა ინვესტორებს უნდა გაუნაწილოს. თუმცა, Bloomberg News-ის თანახმად, ეს გადახდა Euroclear-ში დარჩა და კრედიტორებმა ის არ მიიღეს.

“მათ ეს თანხა არ მიიღეს და დიდია ალბათობა, რომ არც მომავალში მიიღებენ. თუ თანხა ვადის გასვლის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში არ ჩაირიცხა, ეს ქვეყნის დეფოლტად ჩაითვლება, ბოლო ვადა კი 27 ივნისს იწურება”, - განაცხადა ამერიკელმა იურისტმა ჯეი ოსლანდერმა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ვალის საქმეზე მუშაობდა.

Euroclear-ში არ აზუსტებენ, გადახდა არის თუ არა დაბლოკილი, თუმცა აცხადებენ, რომ ბანკი ყველა სანქციას იღებს მხედველობაში.

ოკუპანტი დეფოლტის გარდაუვალ გზაზე მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეზღუდა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას "ფარსი" უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. ცნობისთვის, რუსეთის ვალებიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ან ევროშია დენომინირებული, ნახევარი კი - ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები