მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი დღეიდან ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს

627eb8e3942a0
ალა ისპირიანი
14.05.22 01:00
6487
რუსეთი დღეიდან ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს. ინფორმაციას CNN ფინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის Fingrid-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მიზეზად გაყიდული ელექტროენერგიის გადასახადის მიღების პრობლემებს ასახელებს.

როგორც ცნობილია, RAO Nordic Oy, რომელიც რუსული Inter RAO-ს შვილობილი კომპანიაა, ფინეთში ელექტროენერგიის იმპორტს დღეიდან შეწყვეტს. RAO Nordic Oy-ის განცხადებით, მათ გაყიდული ელექტროენერგიის საფასური 6 მაისის შემდეგ არ მიუღიათ, რაც მათი 20-წლიანი არსებობის მანძილზე პირველი შემთხვევაა.

„სამწუხაროდ, არსებული ფულადი შემოსავლის ნაკლებობის პირობებში, RAO Nordic ვერ ახერხებს რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიის საფასურის გადახდას. ამიტომ, იძულებული ვართ, 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი“, - განაცხადა RAO Nordic Oy-მ.

Fingrid-ის თქმით, ბოლო წლებში რუსული იმპორტი ფინეთის მთლიანი მოხმარების 10%-ს ფარავს და რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ნაკლებობა შვედეთიდან მეტი ელექტროენერგიის იმპორტით და ფინეთში მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებით იქნება კომპენსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები