მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ენერგეტიკულ ინდუსტრიაში $21.6 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

რუსული ნავთობი

„ნავთობის ეპოქა არ დასრულებულა“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკული ინდუსტრიის განვითარებაში 21 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

როგორც სამთავრობო გეგმიდანაა ცნობილი, თანხა მოხმარდება როგორც არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ასევე ახალი პროექტების განხორციელებას და ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას.

როგორც ნოვაკი აღნიშნავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთს უდიდესი პროგრესი აქვს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის და აზიის რეგიონში თავის დამკვიდრების კუთხით, რაც საფასო დინამიკაშიც მკაფიოდ აისახება.

მოგეხსენებათ, ერთწლიან პერიოდში რუსული ნავთობი ყველაზე მეტად გაძვირებული ენერგეტიკული რესურსია, რომლის ფასის ზრდის მაჩვენებელი 37%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები