მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ენერგორესურსებს ევროპის დასაშანტაჟებლად ვეღარ გამოიყენებს - ევროკომისიის პრეზიდენტი

623cca34e7a79
თამთა ჯიჯავაძე
24.03.22 23:45
1013
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს ევროპის დასაშანტაჟებლად.

მისივე თქმით, რუსეთს არ მისცემენ უფლებას მოითხოვოს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდა, როგორც ეს მოსკოვმა განაცხადა.

„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და კონტრაქტის ნათელი დარღვევა. ეს იქნება ასევე სანქციების თავიდან არიდების მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები თავიდან აირიდონ. დრო, როდესაც ენერგორესურსების ჩვენი შანტაჟისთვის გამოყენება შესაძლებელი იყო, დასრულდა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უარს ამბობს რუბლებში გადახდაზე. მისი თქმით, კონტრაქტის მიხედვით, საფასურის გადახდის ვალუტა უკვე განსაზღვრულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები