მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი გერმანელი დიპლომატების გაძევების შესახებ იტყობინება

6443f82967cef
მარიამ ვარადაშვილი
22.04.23 19:08
856
რუსეთი გერმანელი დიპლომატების გაძევების შესახებ იტყობინება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ამას გერმანიის საპასუხოდ აკეთებენ, რომელმაც რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა „სარკისებრი“ საპასუხო ზომები, ასევე რუსეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა მაქსიმალური რიცხვის საგრძნობი შემცირება.

“მკაცრად ვგმობთ ბერლინის ქმედებებს, რომელიც დემონსტრაციულად აგრძლეებს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების განადგურებას”,-წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, ეგ გადაწყვეტილება რუსეთში გერმანიის ელჩს ხუთ აპრილს შეატყობინეს.

გერმანია-რუსეთი ურთიერთობა, რომელიც რუსული ნერგორესურსების ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი შემსყიდველი იყო, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაუარესდა. გერმანიამ გააჩერა Nord Stream 2-ის პროექტი, რომლითაც ქვეყანაში რუსული გაზის მოცულობა უნდა გაორმაგებულიყო. თავის მხრივ 2022 წლის სექტემბრიდან რუსეთმა Nord Stream 1 გააჩერა, რომელიც Nord Stream 2-ის პარალელური გაზსადენია ბალტიის ზღვაში. ოფიციალურ მიზეზად კრემლმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა ევროკავშირმა მოსკოვი გაზის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა. ამ ეტაპზე ევროკავშირი რუსეთის ჩამნაცვლებელს ეძებს ენერგორესურსების ნაწილში, რითაც ასევე შეუმცირდება რუსეთის ომის დასაფინანსებელი შემოსავალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები