მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, გერმანია, აშშ... - სტამბოლმა 7 თვეში 10.5 მლნ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა

სტამბოლი

იანვარ-ივლისში სტამბოლმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა. ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობა 10 467 313-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია სტამბოლის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდში თურქეთის მეგაპოლისს 9 776 635 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა.

მხოლოდ ივლისში სტამბოლმა 1 905 146 ტურისტი მიიღო, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 1 832 661 ტურისტი მეგაპოლისში საჰაერო გზით, 72 485 კი საზღვაო გზით ჩავიდა.

ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ივლისში სტამბოლმა რუსეთიდან მიიღო. რუსი ტურისტების რაოდენობამ 192 018 შეადგინა. ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს გერმანიის მოქალაქეების იკავებენ - 153 861 ტურისტით, მესამეს - აშშ 114 412 ტურისტით, შემდეგ კი მოდიან საუდის არაბეთი - 108 983, ირანი - 101 146, დიდი ბრიტანეთი - 84 542, საფრანგეთი - 71 506 ტურისტით, უზბეკეთი - 51 292 ტურისტით, ნიდერლანდები - 47 661 ტურისტით, ერაყი - 44 314 ტურისტით და იტალია 42 517 ტურისტით.

საერთო ჯამში სტამბოლმა ივლისში უცხოელი ტურისტები 195 ქვეყნიდან მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები