მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს - ლავროვი

6241d8dfb5e83
თამთა ჯიჯავაძე
28.03.22 19:46
1167
ოფიციალური მოსკოვი მუშაობს ზომებზე, რომელიც რუსეთში „არამეგობრული“ სახელმწიფოების მოქალაქეთა შესვლას შეზღუდავს. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„პრეზიდენტის განკარგულების პროექტი მზადდება, რომელიც ეხება საპასუხო სავიზო შეზღუდვებს არაერთი უცხოური სახელმწიფოს მიერ არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ“, - განაცხადა ლავროვმა.

BBC-ის ცნობით, მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული „არამეგორბული ქვეყნების“ სიაშია აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, ნორვეგია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური და კიდევ რამდენიმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები