მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი რიგი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს კრძალავს

6227ad09571a9
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.22 11:28
6206
რუსეთი რიგი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს კრძალავს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში - „რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ეკონომიკური საქმიანობის სფეროში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ“ - არის აღნიშნული.

ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში რუსეთიდან რიგი პროდუქციის ან ნედლეულის ექსპორტის ან იმპორტის შეზღუდვასა და აკრძალვაზეა საუბარი, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერაა განსაზღვრული.

დოკუმენტი ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელებისთვის თუ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რუსეთში პროდუქციის ან ნედლეულის შეტანისა და გატანის გამონაკლის შემთხვევებს განსაზღვრავს.

ბრძანების მიხედვით, რუსეთის მთავრობა უფლებამოსილია, განსაზღვროს პროდუქტების სია და მათთან მიმართებით გასატარებელი ზომები.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2-დღიან ვადაში იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი უნდა განსაზღვროს, რომელთა მიმართ აღნიშნული ზომები ამოქმედდება.

ბრძანება ხელმოწერილია იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია 28 თებერვალს „აშშ-ის, უცხოური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არამეგობრული მოქმედებებთან დაკავშირები სპეციალური ეკონომიკური ზომების ამოქმედების შესახებ“ და ასევე 1 მარტს „რუსეთის ფედერაციის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის ეკონომიკური ხასიათის დამატებითი დროებით ზომების შესახებ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები