2024 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2.1%-ით შემცირდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10.9% მოდის.
ექსპორტი
რუსეთი წელს მთლიანი ექსპორტის მიხედვით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია, ადგილობრივ ექსპორტში კი, პირველი. იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 522.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 2.2%-ია. ადგილობრივმა ექსპორტმა 420.2 მლნ აშშ დოლარი. ზრდა აქაც 2%-ია.
169.2%-ით არის გაზრდილი სპირტიანი სასმელების იმპორტი, რაც 1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, აქციზი 3-ჯერ ზრდით არის განპირობებული. ზრდა შეეხო ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, თუმცა არა სპირტიან სასმელებს.
ვის ეკუთვნის რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტიორი TOP-10 კომპანია?
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $146.8 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $110.1 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $60.9 მლნ;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $49.2 მლნ;
- გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი - $32 მლნ.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $401.2 მლნ;
- ბუნებრივი აირი - $114.6 მლნ;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) - $66.2 მლნ;
- ხორბალი და მესლინი - $52.1 მლნ;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - $33.3 მლნ.