საქართველომ 2024 წლის 5 თვეში სპირტიანი სასმელების ექსპორტით 104.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 52.2%-ით მეტია. ზრდა, ძირითადად რუსეთის ხარჯზე მოდის, სადაც ექსპორტი 212.7%-ით არის გაზრდილი. მასზე მოდის ექსპორტის წილის 55.6%.
BM.GE სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ სპირტიანი სასმელების TOP-10 კომპანიას და მათ მფლობელებს:
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, წევრი: ეკატერინე დუგლაძე, დირექტორი - გოჩა გიოშვილი;
- სს სარაჯიშვილი - თავმჯდომარე/წევრი: ელგუჯა ბუბუტეიშვილი, წევრები: : გელა შენგელია, თენგიზ ჯაფარიძე, მარინა მალაზონია;
- შპს Bolero & Company - წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს;
- შპს GVMT Group - ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს;
- შპს ანასეულის კომბინატი - კომპნიას სრულად ფლობს რუსეთისა და საქართველოს ორმაგიმოქალაქე გოჩა ჩხაიძე;
- შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა;
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - წილის 25.6%-ს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს. 25.6% ეკუთვნის "ქართული ოცნების" კვოტით პარლამენტის წევრ ზაალ დუგლაძეს, რომლის წილის მმართველი დავით დუგლაძეა. დამოუკიდებლად ზუსტად იგივე მოცულობის წილს 25.6%-ს ფლობს დავით დუგლაძეც. 23%-ს კი, მალხაზ ყანჩაველს ეკუთვნის;
- შპს კ და ქართული სპირტი - კომპანიის 80% აქა ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, 20% კი, ასევე რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქლაქეს, გიორგი ღამბაშიძეს;
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს;
- შპს ქვლივო - კომპანიის წილის 100% შპს ქართველი-ს საკუთრებაა, რომელსაც თავის მხრივ, შპს ლ.ს.ა. გრუპი ფლობს, რომლის წილის 100% ჯიმშერ ჩხაიძეს ეკუთვნის.
ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება კი, ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.
ცნობისთვის, 1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, მაისში რუსეთში 4 მლნ 990 ათასი დოლარის ღირებულების 1 616 ტონა ღვინო გავყიდეთ, რაც ღირებულებაში 70%-ით, ხოლო მოცულობაში 73%-ით ნაკლებია. პროდუქციას შორის, რომელზეც რუსეთმა გადასახადი გაზარდა არ მოხვდა სპირტის მაღალი შემცველობის პროდუქცია.