რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, იმ შემთხვევაშიც თუ ეს საპარლამენტო დონეზე მოხდება, ქართველი ხალხი კი რუსეთთან მიმართებით მეგობრებად რჩებიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შედეგები შეაჯამა.
„თუ საქართველოს მხრიდან დიალოგის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ახლაც მიუხედავად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. ამაშია პარლამენტარების მისიაც და ამისთვის ირჩევენ მათ“, - განაცხადა მატვიენკომ და აღნიშნა: „ჯერჯერობით კავშირი არ არის და ეს ჩვენი ბრალი არ არის. საქართველოში არამხოლოდ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობს, არამედ ბევრი რამ გადაიაზრება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და ისინი ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ“, - განაცხადა მან.
ვალენტინა მატვიენკომ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი ცნობილი სცენარებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ამ პროცესებში ჩარევას ცდილობს: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი მდგომარეობაა, ჩვენთან რუსეთში როგორი პატივისცემას იყო ქართველების მიმართ, ასევეა ახლაც. ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და მეგობრული ერია. ვნახოთ, როგორ დასრულდება საარჩევნო კამპანია“.




























