მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყველაზე მეტად ტაილანდსა და საქართველოში ყიდულობდნენ - RBC

ბინები

საქართველო ტაილანდის შემდეგ ყველაზე პოპულარული ქვეყანაა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ბინების ყიდვას ამჯობინებენ. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC საბროკერო კომპანია Tranio-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წელს სამეულში არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთი და ტაილანდი შედიოდნენ.

გამოცემა წერს, რომ 2024 წელს რუსეთის მოქალაქეები, ქვეყნის საზღვრებს მიღმა, უძრავ ქონებას ყველაზე მეტად ტაილანდში ყიდულობდნენ, რაზედაც საერთო მოთხოვნის 15% მოდიოდა. წელს, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტაილანდში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა. ექსპერტები ამ მაჩვენებელს ტაილანდში მარტივი შესვლისა და საინვესტიციო მიმზიდველობით ხსნიან.

ტაილანდის შემდეგ მეორე ადგილს საქართველო იკავებს, რომელზედაც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან სააგენტოში შესული განაცხადების 13.6% მოდის. მიმდინარე წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან 10%-ით გაიზარდა. გამოცემა ექსპერტების განმარტებებზე დაყრდნობით წერს, რომ ინტერესი უძრავი ქონების შეძენის დაბალი ბარიერით ($35 ათასი) და ასევე რუსეთის მოქალაქეების ნაწილის რელოკაციითაა გამოწვეული.

მესამე ადგილს კი არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, რომელიც 2023 წელს ამ სიის სათავეში იყო. ამ მიმართულებაზე განაცხადების 7.5% მოდიოდა, თავად მოთხოვნა კი წლიურად 21%-ით შემცირდა.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები მხრიდან უძრავი ქონების შეძენის ინტერესი გაზრდილია ასევე საფრანგეთში, კვიპროსში, ინდონეზიასა და ჩეხეთში, ხოლო ესპანეთში, საბერძნეთში, თურქეთში უძრავი ქონების შეძენის კლება ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები