რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულ დრონებს თურქსტრიმის გაზსადენის ინფრასტრუქტურის დაზიანება სურდათ.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ცხრა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც გაზსადენის კომპრესორის სადგურის დაზიანებას ცდილობდნენ. რუსული მხარის ცნობით, გაზსადენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.
შავ ზღვაში გამავალი თურქეთისა და ლურჯი ნაკადები ბოლო მილსადენებია, რომლითაც თურქეთი და ევროპა რუსულ გაზს იღებენ, მას შემდეგ რაც უკრაინამ გაზის ტრანზიტი გააჩერა. მილსადენის, რომლის ორივე ხაზის მშენებლობა 11.4 მლრდ აშშ დოლარამდე დაჯდა, გაზით პირველი შევსება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 2020 წლის იანვრიდან შევიდა. რუსული გაზი ამ მილსადენით ბულგარეთმა, საბერძნეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ 2020 წელს მიიღო. „ლურჯი ნაკადი“ კი რუსეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენია, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის. მილსადენი იწყება რუსეთის სტავროპოლის მხარეში „იზაბილნოეს“ სადგურიდან და შავ ზღვას უერთდება კრასნოდარის მხარეში, შემდეგ შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთის ქალაქ სამსუნთან ჩადის.




























