მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან საქართველოში ფქვილის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა

625e6d9b4be7d
ელენე გოგბერაშვილი
19.04.22 12:14
1783
საქართველო როგორც ხორბალს, ისე ფქვილს, ძირითადად, რუსეთიდან ყიდულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტად შემცირდა, ფქვილის კი ათჯერ გაიზარდა.

კერძოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან 16.5 მლნ დოლარის ღირებულების 66.718 ათასი ტონა ხორბალი იყიდა, 2022 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთიდან საქართველოში 8.9 მლნ დოლარის ღირებულების 27,247 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. 

რაც შეეხება ფქვილს, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთისგან 10,1 მლნ დოლარის ღირებულების 31,503 ათასი ტონა ფქვილი იყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად, 847.95 ათასი დოლარი და 3.014 ათასი ტონა იყო.

აღსანიშნია, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტის შემცირება რუსეთის მხრიდან საბაჟო მოსაკრებლის დაწესებას უკავშირდება, რაც დღევანდელი მონაცემებით, 1 ტონა ხორბალს თითქმის 111 დოლარით აძვირებს. ამ მიზეზით წისქვილებს ხორბლის ადგილზე გადამუშავება და ფქვილის წარმოება აღარ უღირთ, შესაბამისად, მათი ნაწილი დაიხურა, ნაწილმა კი პროფილი შეიცვალა და ფქვილის იმპორტზე გადავიდა. ხორბლისგან განსხვავებით, ფქვილის იმპორტზე რუსეთი მოსაკრებელს არ აწესებს.

ინფორმაციისთვის: როგორც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ირკვევა, 2021 წლის 1 კვარტალთან შედარებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მცირედით არის გაზრდილი ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდან. თუ გასულ წელს აღნიშნული ქვეყნიდან საქართველომ 2 000 ტონა ხორბალი შეიძინა, წელს ეს მაჩვენებელი 3 000 ტონამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები