მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ბაზარს აშშ-ის უმსხვილესი ბანკი JPMorgan Chase ტოვებს

622b2c38007e8
გიორგი თოლორდავა
11.03.22 15:17
579
უკრაინაში სამხედრო ძალების შეჭრის გამო, რუსული ბაზარზე საქმიანობის შეზღუდვის და სამომავლო საინვესტიციო გეგმების შეწყვეტის გადაწყვეტილება აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა JPMorgan Chase & Co-მ მიიღო.

„მსოფლიო მთავრობების დირექტივების შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვამცირებთ საქმიანობას და აღარ ვგეგმავთ რუსეთში ახალი ბიზნესის განხორციელებას“, - განაცხადა კომპანიის სპიკერმა ტაშა პელიომ.

JPMorgan-ის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა Goldman Sachs-მაც.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ს რუსეთში 200-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ბანკის ძირითადი საქმიანობა კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები