მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთის ბაზარზე ღვინის აქციზის ზრდა არ დაგვაქცევს" - ზაალ დუგლაძე

დუგლაძეების ღვინის კომპანია

1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. Tass-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 1 ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია, რომელიც დაახლოებით 1 ლარია. ცვლილებების შემდეგ კი, აქციზის გადასახადი ლიტრზე 109 რუბლი, ანუ 3 ლარი და 13 თეთრი იქნება.

ერთ-ერთი ასეთი, კომპანია, რომლის ექსპორტის დაახლოებით 68% ჩრდილოელ მეზობელზე მოდის დუგლაძეების ღვინის კომპანიაა. როგორც კომპანიის ერთ-ერთო დამფუძნებელი გვიყვება, მათ ბაზრების დივერსიფიკაცია შეძლეს და მათი ღვინო ექსპორტზე მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ გადის და ამ ჩამონთავალში სხვა ქვეყნებიც არიან. შესაბამისად, ზაალ დუგლაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიას დიდ დარტყმას არ მიაყენებს. მისი თქმით, სავარაუდოდ მოთხოვნა შემცირდება, თუმცა ამის დაბალანსება სხვა ბაზრებით მოხდება.

“ჩვენმა კომპანიებმა გურჯაანის და დუგლაძეების კომპანიებმა დივერსიფიკაცია გავაკეთეთ, ასე რომ თუ შემცირდება რუსეთში მოთხოვნა ჩვენს კომპანიებს არ ემუქრება არაფერი. სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, ამერიკაში, ბრიტანეთში, ევროპაში გაგვაქვს ღვინო, ასე რომ მოთხოვნა ღვინოზე აქციზის ზრდის გამო თუ შემცირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით კომპანია დაიქცევა. ძალიან ცუდი იქნება მოთხოვნა თუ შემცირდება რუსეთში, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიები ვერ იმუშავებენ სხვადასხვა ბაზრებზე,”- ამბობს ზაალ დუგლაძე.

კითხვას, ექსპორტის რა წილი მოდის რუსეთის ბაზარზე ზაალ დუგლაძე ამბობს, რომ ეს დაახლოებით 68%-ია, თუმცა მისი თქმით, ეს განპირობებულია ამ ბაზარზე მაღალი მოთხოვნით, რის გამოც სხვა ბაზრებზე დიდი მოცულობების ღვინის გაგზავნის რესურსი აღარ რჩება.

“ჩვენს შემთხვევაში რუსეთზე ექსპორტის დიდი პროცენტი მოდის, სოლიდურ რაოდენობას ვყიდით. ამ რაოდენობის გაყიდვის გამო სხვა ბაზრები ჩვენი კომპანიისთვის მცირდება. რეალობაში რომ შევხედოთ ერთ-ერთი კომპანია ვართ, რომელიც სხვა ბაზრებზე საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ღვინოს ყიდის, ამიტომ მარტო რუსეთის ბაზარზე არ ვართ ჩამოკიდებული,”- აცხადებს ზაალ დუგლაძე.

ცნობისთვის: დღეს ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია. 2023 წელს ღვინის ექსპორტის თითქმის 66% რუსეთზე მოდიოდა. საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და მან ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები