მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ბაზრიდან გასვლით ბრიტანული SHELL-ი $5 მილიარდის ზარალს მიიღებს

624ec06982c07
გიორგი თოლორდავა
07.04.22 15:33
858
რუსეთის ბაზრიდან გასვლითა და Gazprom-თან საინვესტიციო პროექტების შეჩერებით ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ზარალს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.

$5-მილიარდიანი ზარალის 30% ბუნებრივი აირის სეგმენტზე მოდის, 20% - საწვავზე, 6% - ქიმური პროდუქტების სექტორზე, ზარალის დარჩენილი ნაწილი კი სხვადასხვა ხარჯებზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს Shell-მა ოფიციალურად დადო პირობა, რომ ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა რუსეთიდან ენერგოპროდუქტების შეძენას, ხოლო უკვე გაფორმებულ კონტრაქტებს აღარ გაახანგრძლივებდა.

გარდა ამისა, კომპანია რუსეთის ფედერაციის მასშტაბით არსებული ბენზინგასამართი სადგურების დახურვას და რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდების შეწყვეტას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები