მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება ქვეყანას ძალიან სწრაფად შეუძლია" - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

ხორბალი

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა BM.GE-სთან აცხადებს, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება ქვეყანას ძალიან სწრაფად შეუძლია. მისი ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული ხორბლის იმპორტის 97% სწორედ რუსეთზე მოდის, რაც სხვა ბაზრებთან შედარებით მოკლე პერიოდში ტვირთის გადატანით და იაფი ტრანსპორტირების ხარჯებით აიხსნება.

თუმცა სილაგავა დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას ალტერნატიული ბაზრებიდანაც შეუძლია პროდუქტის შემოტანა.

„რუსეთზე დამოკიდებულება 97%-ია. სავარაუდო უარყოფითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დადგეს, ნიველირებულია მარაგებით, იმ ჯაჭვის სწორი მუშაობით, რომელიც ამ შემთხვევაში მუშაობს. უბრალოდ, წისქვილკომბინატებმა უნდა იმუშაოს.

მათი მუშაობა უალტერნატივოა, რადგან გარკვეულწილად ჩვენ მშვიდად ვიყოთ ხორბლის, ფქვილის და პურის მიმართულებით. თუ ვინიცობაა და შეწყდა მოწოდება, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ბაზრები. ეს არის ყაზახეთი, უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები, კერძოდ რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი.

ძალიან სწრაფად შეგვიძლია ბაზრის ჩანაცვლება. რადგან ბაზრები ღიაა. ხორბლის მოსავალი იყო რეკორდული. თუმცა როგორც კი იქნება ისეთი სიტუაცია, რომ რაღაც წინაპირობა შეიქმნა, რომ ვერ მოდის ხორბალი რუსეთიდან, ჩვენ უცებ ვახდენთ გადართვას საზღვაო, სარკინიგზო ალტერნატივებზე“, - აცხადებს სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები