მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა $34 მილიარდს მიაღწია

640729df78f90
გიორგი თოლორდავა
07.03.23 17:41
1014
მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის გაიაფებისა და საერთაშორისო სანქციების ამოქმედების ფონზე, რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად მცირდება. თებერვალში ბიუჯეტის დეფიციტმა 34 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 1998 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

თებერვალში რუსეთის საერთო საბიუჯეტო შემოსავალმა 42 მილიარდი დოლარი (₽3.16 ტრლნ) შეადგინა, ხოლო ხარჯის მოცულობა 76 მილიარდი დოლარი (₽5.74 ტრლნ) იყო, შესაბამისად, გასული თვე $34-მილიარდიანი (₽2.58 ტრლნ) დეფიციტით დასრულდა.

შედარებისთვის, იანვარში ხარჯის მოცულობა 44 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ბიუჯეტის დეფიციტი კი $25 მილიარდი იყო.

დეფიციტის გაღრმავება ნავთობისა და გაზის სარეალიზაციო შემოსავლების შემცირებითაა განპირობებული. ერთწლიან ჭრილში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრებულია. რაც შეეხება არაენერგეტიკული სექტორებიდან მიღებულ შემოსავლებს, თებერვალში ამ მიმართულებით ვარდნის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს.

ეკონომისტების შეფასებით, წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3-4%-ის ფარგლებში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები