რუსეთის ცენტრალური ბანკი ზრდის ბანკომატებზე ნაღდი ფულის მიწოდებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოსახლეობას ბანკებიდან ნაღდი ფული აქტიურად გამოაქვს.
„ბოლო დღეებში ნაღდი ფულის მოთხოვნა გაიზარდა. საბანკო ანგარიშებზე არსებული კლიენტების ყველა თანხა არის დაცული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტრანზაქციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს რუსეთის მოქალაქეებმა ბანკომატებიდან 111 მლრდ რუბლი ($1.3 მილიარდი) მოხსნეს. ამის შესახებ RBC რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ განაღდებული თანხის მოცულობა პანდემიის დაწყების შემდეგ მაქსიმალურია.
გაუფასურებულ დონეზეა რუსული რუბლი. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 82.56 რუბლია, გუშინ გარკვეული პერიოდით დოლარის ღირებულება 87 რუბლსაც აღემატებოდა.




























