მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალური ბანკი რეკორდულ ზარალზეა

64259929c5e3c
გიორგი თოლორდავა
30.03.23 18:32
1131
გასული 2022 წელი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 9.3 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზარალის მოცულობა 27-ჯერაა გაზრდილი.

ცნობისთვის, ცენტრალური ბანკი უკვე ზედიზედ ექვსი წელია ზარალზე გადის, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ზარალი Otkritie Bank-ის აქციების გაყიდვითა და ბალანსიდან MiniBank-ის წილის გადატანითაა განპირობებული.

მეორე ფაქტორად 4.1 მილიარდი დოლარის არარეალიზებული წაგება სახელდება ანუ ცენტრალური ბანკის აქტივების საბაზრო ღირებულების შემცირება. ყველაზე მკვეთრი შემცირება სახაზინო ობლიგაციებთან და ოქროს რეზერვთან მიმართებით ფიქსირდება.

რეკორდული ზარალის გამომწვევ მიზეზად რუსეთის ცენტრალურ ბანკს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არ დაუსახელებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები