მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20%-დან 17%-მდე შეამცირა

625014871445c
გიორგი თოლორდავა
08.04.22 15:09
720
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად, 20%-დან პირდაპირ 17%-მდე შეამცირა.

ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში რუსული რუბლის გამყარება და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელებაა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 140 რუბლს მიაღწია, თუმცა რამდენიმე კვირაა რუბლი გამყარებას განაგრძობს. ამჟამად დოლარის გაცვლითი კურსი 79 რუბლს შეადგენს.

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონის ზრდას ვარაუდობს, თუმცა კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები