მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს და იახტებს ირლანდიის პორტებში შესვლა აეკრძალებათ

625551277b176
გიორგი თოლორდავა
12.04.22 17:49
842
სატრანსპორტო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს და იახტებს ირლანდიის პორტებში შესვლა აეკრძალებათ.

სამინისტროს დირექტივა მოიცავს იმ ხომალდებსაც, რომლებმაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალეს და რუსეთიდან სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ გადავიდნენ.

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მეხუთე პაკეტთან, რომელიც რუსულ გემებს ევროკავშირის პორტებში უზღუდავს შესვლას.

აღსანიშნავია, რომ დირექტივა გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებს ითვალისწინებს და შეზღუდვა არ გავრცელდება ენერგეტიკული, ფარმაცევტული და სასოფლო-სამეურნო პროდუქტებით დატვირთულ გემებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები