მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება - IMF

რუსეთის საგარეო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა. IMF-ის მოლოდინით, წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 0.9 პროცენტისა.

2026 წელს IMF-ში მოელიან, რომ რუსეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 1.1%-ის ფარგლებში იქნება, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია.

IMF-ის შეფასებით, სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის რეკორდული ზრდა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივას აუარესებს, რაც ზრდის ტემპს ამცირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზი გააუარესა თავად კრემლმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები