მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

კრემლი

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მოცულობა 3.6%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს წარმოადგენს.

რუსეთთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს IMF-ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე 2024 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ მეტი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციით და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა და რუსეთმა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს, რამაც ნავთობის გაძვირება გამოიწვია, ამ მოცემულობით ყველაზე დიდ სარგებელს კი სწორედ ზემოხსენებული სახელმწიფოები იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები