მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა ძალიან დიდი შეცდომაა“ - ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

63eb84187317f
თელარა გელანტია
15.02.23 11:13
980
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა ძალიან დიდი შეცდომაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში რუსეთისგან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

- როცა მთელი მსოფლიო რუსეთის ეკონომიკისგან დივერსიფიცირებაზე მუშაობს, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი შარშან რეკორდულად გაზარდა. გაზრდილია ექსპორტიც. როგორ გვახასიათებს ეს ფაქტი? რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკური მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა „ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ასეთი ფრაზა თქვა - "რუსეთი ძლიერი ნაკადია, საქართველო კი – ნავი და იმისთვის, რომ ამ ნაკადს დაუსხლტეს, საქართველომ ფეხი გაზს უნდა მიაჭიროს“ .

- ვფიქრობ, ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ და მოგვწონს ეს სიტუაცია... რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა ძალიან დიდი შეცდომაა. შევხედოთ რუსეთისგან რას ვყიდულობთ - ის, რასაც ვყიდულობთ, არის იაფი, რადგან რუსეთს უკვე საექსპორტო ბაზარი შეეზღუდა და დავრჩით რამდენიმე ქვეყანა, ვინც სიიაფის გამო ვყიდულობთ... სიიაფის გამო, შეიძლება, გაუარესდეს ხარისხიც.

- რამდენად სწორია დავხმადეთ ამ სიიაფეს?

- არ შეილება ამის გაკეთება...

- ახლა ამას ვაკეთებთ?

- დიახ... მაგალითად, არიან ვაჟკაცური კომპანიები, მაგალითად, „მაკდონალდსი“, რომელმაც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და რუსეთში საქმიანობა შეაჩერა. ეს არის გრძელვადიანი გადაწყვეტილება... დაკარგა მილიარდობით შემოსავალი, მაგრამ ე.ი. პრინციპული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ფინანსებზე, ეკონომიკაზე. არსებობს მორალი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააბიჯო.

- შეიძლება რამით გამართლეს ის პოლიტიკა თუ მიდგომა, რაც საქართველოს აქვს - მაგალითად, სიიაფის გამო რუსულ საწვავზე გადაერთო ქვეყანა. სწორია?

- არაა სწორი.. ის ტრენდი, რაც მსოფლიოში ახლა არსებობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს ისეთი, როგორსაც იმსახურებს და არ უნდა ავაგოთ შემოსავლებზე ან სიიაფეზე, ეს უნდა გავითვალისწინოთ ყოველი მიზეზის გარეშე.

- დღეს რა ჰქვია საქართველო-რუსეთის ურთიერთობას? როგორ გესმით განცხადებები, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ?

- ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ გვინდა, მოვერგოთ ამ თემას და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ, ამიტომ ბევრ რამეზე ვამბობთ უარს. შეიძლება, ისეთ რამეებზე ვამბობთ უარს, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო ვერ იგებს ჩვენი მხრიდან, რადგან ისეთ რაღაცას ვთანხმდებით, რაც მიუღებელია პოლიტიკისთვის, ეკონომიკისთვის...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები