რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V-ის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა დღეს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„დღეს ვიწყებთ მსოფლიოში არსებული პირველი ვაქცინის მესამე ფაზის კვლევებს“, - განაცხადა მურაშკომ სამედიცინო კონფერენციაზე.
როგორც გამოცემა წერს, აგვისტოში რუსეთმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისაგან მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც განაცხადა, რომ Sputnik V-ის გამოყენება შესაძლებელია ფართო მოხმარებისათვის კლინიკური კვლევის მესამე ფაზის გარეშე.




























