ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მზად არის უმასპინძლოს სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც (ICC) ნიდერლანდებში, ჰააგაში მდებარეობს, თუმცა რუსეთის დანაშაულების განსახილველად ახალი ტრიბუნალის დაფუძნება იგეგმება, რათა საკითხი მაქსიმალურად ყურადღებიანად და დეტალურად იქნეს შესწავლილი.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ICC უკვე განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის საქმეს, თუმცა მხოლოდ ეს სასამართლო ვერ იქნება საკმარისი, ამიტომაც აუცილებელია ახალი, სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.
ტრიბუნალზე შეფასებული ინება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, მათ შორის, მოსამართლეების მიერ საქმე ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ჭრილშიც იქნება განხილული.